გოგელია არჩილ გრიგოლის ძე
გოგელია არჩილ გრიგოლის ძე

გოგელია არჩილ გრიგოლის ძე (10.XII. 1941, თბილისი), ქართვ. და საბჭ. მოფარიკავე; საქართვ. დამს.ი ჟურნალისტი (1981), საბჭ.  კავშირის სპორტის ოსტატი (1960). გ. ა.-მ დაამთავრა: საქართვ. სახელმწ. ფიზკულტურის ინ-ტი (1961) და თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1967). გ. ა. იყო: ჟურ. „მართვესა“ (1975–1979) და „სკოლა და ცხოვრების“ (1979–1984) მთ. რედ.; გაზ.: „ლელოს“ (1984–1985) და  „თბილ.“ (1985–1989) მთ. რედ., გაზ. „კომუნისტის“ რედ. პირველი მოადგილე (1985). საქტელერადიო კომიტეტის (შემდგომ-კორპორაციის) თავ-რე (1989–1999); საქართვ. ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის მინისტრი, საქართვ. რესპ. ტელერადიო დეპარტ. თავ-რე (1992); საქართვ. ჟურნ. კავშირის მდივანი. დააარსა და მას შემდეგ რედ. დამოუკიდებელ საზ.- პოლიტ. გაზ. „დრონს“ (1991). გ. ა. იყო: საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილ. მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (1999–2004). გ. ა. ჟურნ. მოღვაწეობის პარალელურად იყო: საქართვ. ნაკრების წევრი ფარიკაობაში, რესპ. არაერთგზის ჩემპიონი, საბჭ. კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, საბჭ. კავშირის პროფკავშირთა სპარტაკიადის ჩემპიონი, საბჭ. კავშირის თასის ფინალისტი, საქართვ. ფარიკაობის ფედერ. პრეზიდენტი (2004-2016), ხოლო შემდეგ ამავე ფედერ. პრეზიდენტის პირადი მრჩეველი (2016). ავტორია წიგნებისა: „მუშკეტერები“ (1974), „ასეთია სპორტული ცხოვრება“ (1986).

თხზ.: გოგელია, ა. (1986). ალექსანდრე კოტორაშვილი, თბ.: საქ. კპ. ცკ-ის გამ-ბის სტ.

ლიტ.: გოგელია არჩილ გრიგოლის ძე. საქართველო: ენციკლოპედია, (2012),  ტ. 2, გვ. 59